ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც, ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შესაძლებლობები და მის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დისკუსიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე უძღვებოდა.
„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ტექინსპექტირების ცენტრებს გავაცანით ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრმა. აღნიშნული პლატფორმის პრეზენტაციის ფარგლებში ძალიან საინტერესო მიმართულებები გამოიკვეთა, დაფიქსირდა აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებული გარკვეული მოსაზრებები, რაზეც უკვე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება მსჯელობა, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში შექმნილი საინიციატივო ჯგუფის ფარგლებშიც“ - განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამის შექმნა, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას და ყველა აუცილებელი ინფორმაციის ერთიან სივრცეში თავმოყრას.
„IT პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ და გვქონდეს ერთიანი ბაზა როგორც ცენტრების მიერ განხორციელებული ინსპექტირებების, ასევე პროგრამა იძლევა სხვადასხვა ანგარიშებისა და მონიტორინგის წარმოების შესაძლებლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს რეფორმა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ და უფრო მეტად წარმატებული გახდეს და რეალურად, უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის მექანიზმები გვქონდეს“ - აღნიშნა არველაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი