მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტროს 9 სსიპ-ში 12 „მრჩეველია“ დასაქმებული

615d92fe8dd94
თელარა გელანტია
07.10.21 09:00
1234
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 9 სსიპ-ში ჯამურად 12 „მრჩეველია“ დასაქმებული. ინფორმაცია bm.ge-მ ოფიციალურად გამითხოვა.

აღსანიშნია, რომ ამ რაოდენობაში არ შედის ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მრჩევლის პოსტზე დასაქმებული 3 პირი, რომლებიც უშუალოდ მინისტრ ნათია თურნავას აძლევენ რჩევებს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ, ისევე როგორც უწყებების უმრავლესობამ, „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე bm.ge-ის უარი უთხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა შესაბამისი მუხლი მოიყვანა, მათ შორის ის, რომ „აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს“.

დიდი ალბათობით, ვინაობის გამხელის სურვილი არც თავად „მრჩევლის“ პოზიციაზე დასაქმებულებს აქვთ.

ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებული „უცნობი“ მრჩევლების ცნობილი დარიცხული ხელფასები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - 2 მრჩეველი, ჯამური ხელფასი 8 200 ლარი;
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო - 2 მრჩეველი, ჯამური ხელფასი 8 000 ლარი;
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - 2 მრჩეველი, ჯამური ხელფასი 8 000 ლარი;
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 1 მრჩეველი, ხელფასი 4 000 ლარი;
წიაღის ეროვნული სააგენტო - 1 მრჩეველი, ხელფასი 3 000 ლარი;
„აწარმოე საქართველოში“ – 1 მრჩეველი, ხელფასი 4 000 ლარი;
აკრედიტაციის ცენტრი - 1 მრჩეველი, ხელფასი 3 500 ლარი;
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო - 1 მრჩეველი, ხელფასი 4 200 ლარი;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - 1 მრჩეველი, ხელფასი 4000 ლარი.