25.სექტემბერი .2019 11:44

ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია უნივერსალური საფოსტო კავშირის კონგრესში მონაწილეობს

უკან

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) რიგით მე-3 საგანგებო კონგრესი გაიხსნა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, ეკა ყუბუსიძის ხელმძღვანელობით.


კონგრესში აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 192 სახელმწიფოს დელეგაცია მონაწილეობს.



მიმდინარე საგანგებო კონგრესის ჩატარების აუცილებლობა გამოწვეულია ანგარიშსწორების საბოლოო ფორმის ცვლილების დღის წესრიგში დაყენებამ, რათა იგი მისაღები იყოს ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნისთვის. დღეს არსებული სისტემა ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც საფოსტო გზავნილების ბრუნვა დიდია, არამომგებიანია.



კონგრესი მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იკრიბება და მისი ძირითადი ფუნქცია მსოფლიო საფოსტო სტრატეგიის და საერთაშორისო საფოსტო მიმოცვლის სამომავლო წესების განსაზღვრაა. საგანგებო კონგრესს მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU) იწვევს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასწრაფოა დაგეგმილ კონგრესებს შორის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
NS



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა