მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სექტორები, რომლებიც 2020 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტად შემცირდა

605847059ad1a
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.21 11:25
1335
დღეს საქსტატმა 2020 წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკური ზრდის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოს მშპ წლიურად 6.8%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანწილად ქვეყანაში გამოცხადებული მეორე ლოქდაუნის მიერ იყო განპირობებული. ცალკეული სექტორების მიხედვით ბრუნვის ყველაზე დიდი 53.8%-იანი კლება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს ჰქონდა. ვაჭრობის სექტორში კი 3.9%-იანი ვარდნა იყო.

ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც ბრუნვის შემცირება დაფიქსირდა:

● სასტუმროები და რესტორნები -53.8 %;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება -27.9 %;
● ტრანსპორტი და დასაწყობება -26.7 %;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა -19.5 %;
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები -17.5 %;
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა -9.7 %;
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება -5.4 %;
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი -3.9 %;
● დამამუშავებელი მრეწველობა -3 %;
● მშენებლობა -1.2 %;

რაც შეეხება ზრდას, 7.2%-იანი ზრდა ჰქონდა საფინანსო სექტორს, რაც ძირითადად კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან იყო დაკავშირებული. ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში კი ბრუნვა 3.7%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის დარგები, რომლებშიც ზრდა დაფიქსირდა:

● განათლება 0.3 %;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 0.5 %;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია 3.7 %;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა 5.2 %;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 6.3 %;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 7.2 %.

ჯამურად 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა პროგნოზირებულზე მეტად, 6.1%-ით შემცირდა. 2021 წლის იანვარში კი ეკონომიკური ვარდნა 11.5% იყო.