მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკურ ზრდაზე სხვა დარგებთან ერთად აზარტული თამაშების გაორმაგებულ ბრუნვასაც აქვს გავლენა

6145d9058d2a3
BM.GE
18.09.21 16:08
1026
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, კონკრეტულ სექტორებს შორის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორებმა მოახდინეს. თუმცა, თავად ეკონომიკის დარგებს შორის წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად - 134%-ით წელს "ხელოვნების გართობისა და დასვენების" სექტორი გაიზარდა, თავად ამ სექტორში კი ბრუნვის უდიდესი ნაწილი აზარტულ თამაშებზე მოდის. 

2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების სექტორის გამოშვებამ 759 მილიონი ლარი შეადგინა, რითიც მთლიან მშპ-ში 5%-იანი წვლილი ითამაშა. ამ სექტორში 134%-იანი ზრდა ძირითადად "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნის გამო, ფიზიკური კაზინოები დახურული იყო. 


კონკრეტული სექტორების მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ-ის გამოშვება და ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:


● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2,247 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 54%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1,639 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 42%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1,352 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 18%
● მშენებლობა - 1,218 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 37%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1,105 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა -2%
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 884 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 47%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 813 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 1%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 759 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 134%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 716 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 43%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 677 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 46%
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 559 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 76%
● განათლება - 517 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა -1%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 443 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 56%
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 329 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 17%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 277 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 23%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 243 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 12%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 108 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 50%
● სხვა სახის მომსახურება - 104 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 16%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 96 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 9%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები - 12 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 16%

(სექტორები დალაგებულია მათი ზომის მიხედვით).

საქსტატის მონაცემებით, ორ სექტორში - განათლებასა და სოფლის მეურნეობაში 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად შემცირება ფიქსირდება.