მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური განზომილებით, კომპანიისთვის პანდემია თითქმის დასრულებულია - “Efes საქართველო”

6214eb427a23e
სალომე ჭიპაშვილი
22.02.22 17:47
752
"2021 წელს 44 მილიონი ლიტრი ლიმონათისა და ლუდის ექსპორტი განვახორციელეთ“ , - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას “Efes საქართველოს” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

"შეიძლება ითქვას, რომ 2021 პანდემიის დროს დაკარგული პოზიციის დაბრუნების წელი იყო. ლუდის ბაზრის განვითარება თავის ბუნებრივ ციკლს დაუბრუნდა და მთელი ინდუსტრია 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 10%-ით გაიზარდა. 2021 წელს მსოფლიოს 23 ქვეყანაში 44 მილიონი ლიტრის ლიმონათისა და ლუდის ექსპორტი განვახორციელეთ, ორჯერ მეტი ვიდრე საქართველოში იყიდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური განზომილებით კომპანიისთვის პანდემია თითქმის დასრულებულია და მომავალს ომტიმისტურად უყურებენ.

„ლუდის ინდუსტრია, როგორც წესი, ეკონომიკის ზრდას მიჰყვება. შესაბამისად, 2022 წელს მთელი ინდუსტრიის 5- პროცენტიანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.