მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკური გუნდი ქვეყანას ადგილობრივი ინტელექტით მართავს, დამტკიცდა, რომ ეს საკმარისი არ არის“

6096949883f64
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.21 21:20
1065
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ის რესურსები და ინტელექტი, რომლითაც დღეს ქვეყანა იმართება, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის არასაკმარისია. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრისას განაცხადა.

თემურ ჭყონია, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში პრემიერის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკის დანიშვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ასეთი პროფესიონალები გარანტორები არიან, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მიმართულებით სურათი შეიცვლება.

„დღეს ჩვენი ეკონომიკური გუნდი მართავს ადგილობრივ რესურსებს ადგილობრივი ინტელექტით, შესაძლებლობებითა და ფინანსებით. დამტკიცდა, რომ ეს იმ ეკონომიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და განვითარებისთვის, საკმარისი არ არის.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ მსოფლიოში არის თანხები, რომლის მოძიებაც დამოკიდებულია ისეთ პროფესიონალებზე, როგორიც ახლა ვაზილ ჰუდაკია. ის პროფესიონალია. საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად არაჩვეულებრივი პიროვნებაა ნაპოვნი. ეს არაჩვეულებრივი მომენტია და კონრეტულად რიცხვიც არის დასახელებული, რომ არსებობს 50 მლრდ ევრო... “, - განაცხადა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემერმინისტრის მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი გუშინ დაინიშნა.  

"მე ვარ ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით; ეს გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტია. 50 მლრდ ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის, რომელსაც 2 ასპექტი გააჩნია, ერთი - გაციფროვნებაა და მეორე - მწვანე, გარემოსდაცვითი მიმართულებით კლიმატის ცვლილების დაძლევა.ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რათა უფრო ციფრული, თანამედროვე და მწვანე გახდეს",– განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.