18.იანვარი .2021 16:14

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები არ შემცირებულა

ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები არ შემცირებულა
views 364
უკან

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს რკინიგზა 9.8 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის ტოლია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კრიზისული ვითარების მიუხედავად, სარკინიგზო ტვირთბრუნვა არ შემცირებულა. 

ამ დროისთვის უცნობია, რა ფინანსური შედეგები ჰქონდა კომპანიას იანვარ-ნოემბერში, თუმცა საჯაროდ არის გამოქვეყნებული 2020 წლის 9 თვის ფინანსური შედეგები, რომლის თანახმადაც შემოსავალი სარკინიგზო მომსახურებიდან 0.7 მილიონი ლარით იყო შემცირებული და 363.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას იანვარ-სექტემბრის განმავლობაში 118 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. 

"საქართველოს რკინიგზის" ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ხარჯების ზრდის მნიშვნელოვანი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი იყო. პერიოდის განმავლობაში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან გამომდინარე 188.9 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.

ცალკეული წყაროების მიხედვით, რკინიგზის 9 თვის შემოსავლების განაწილება ასეთია:

სატვირთო გადაზიდვები - 285.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 4.8%;
ლოგისტიკური სერვისები - 39.4 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;
სამგზავრო გადაყვანები - 10.2 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 59.4%;
ვაგონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 15.3 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 21.7%;
სხვა შემოსავალი - 13.2 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 59%.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, პერსონალის სახელფასო ხარჯი 122.7 მილიონი ლარი, ელექტროენერგიის და სხვა საოპერაციო აღჭურილობის ხარჯი 29.9 მილიონი ლარი, ცვეთის ხარჯი კი 59.7 მილიონი ლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა