ვფიქრობთ, მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, თუმცა გასაგებია, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი უფრო სწრაფი და დინამიკური გვინდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა გადაცემა FORBES-კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ დადგა დრო, გადაიხედოს ეკონომიკური პოლიტიკა, ვანო მაჭავარიანი პასუხობს:
“როდესაც სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ვსაუბრობთ და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ეს რასაკვირველია "ბუსტის" ნაწილია. ზოგადად, ჩვენ ასე ვხედავთ, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა 5% იქნება, თუმცა გასაგებია, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი უფრო სწრაფი და დინამიკური გვინდა. ზოგადად გეტყოდით, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მაგალითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ჩქაროსნული გზა, უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი იქნება სამომავლო ეკონომიკურ ზრდაში. მას პირდაპირი გავლენა ექნება. არის სხვადასხვა გათვლები, თუ რამდენად დააჩქარებს ის ეკონომიკურ ზრდას”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრის თქმით, ეფექტური და ეკონომიკურად გამართლებული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ამავე დროს, მაქსიმალურად ხარისხიანი, რომელთა მულტიფლიცირების საშუალება ეკონომიკაში ყველაზე მძლავრია და ეს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ იგეგმება და მიმდინარეობს სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რომლებიც იქნებიან ერთ-ერთი წამყვანი და მთავარი კონტრიბუტორები ეკონომიკურ ზრდაში.
ფინასთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საწარმოებს აქვთ ამის პოტენციალი და უფრო პოზიტიურ როლს შეასრულებენ ეკონომიკურ ზრდაში.
„სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირები რეფორმა დასაწყებია. ნაწილი საწარმოების შემთხვევაში შეიძლება იყოს პრივატიზაცია, ნაწილში შეიძლება სახელმწიფო დარჩეს მინორიტარად და შემოიყვანოს სხვა კომპანია. სხვადასხვა მოდელებზეა საუბარი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ, რომ როცა ინვესტორი შემოვა, ტექნოლოგია შემოჰყვება, ესეც არის პოტენციალი და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი. ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი იქნება ისიც, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დაბალი გადასახადები და ბაზა მოვიცვათ. ამას აქვს პოზიტიური ეკონომიკური ეფექტი, როცა ჩრდილიდან გამოგყავს ბიზნესი, ამას სინამდილეში ეკონომიკაზე პოზიტიური გავლენა აქვს, რადგან სინამდვილეში გამოდის, რომ ის რაც ჩრდილშია, იმას ფინანსებთან წვდომა ნაკლები აქვს, იმიტომ რომ არაფორმალური სექტორია“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.
რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, ეკონომიკურ ზრდას სებ-ის მონეტალური პოლიტიკა ეხმარება თუ ფისკალური, ვანო მაჭავარიანი ასე პასუხობს: „აშშ-ში ერთმნიშვნელოვნად FED-ს მეტი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, თუმცა ფისკალურიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთან ალბათ ფისკალური, მაგრამ მონეტარულსაც დიდი როლი აქვს“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის