მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაა - ეკონომიკის სამინისტრო

62862eebdc380
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 16:20
455
„წლების განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტის სტაბილური ზრდა ნათლად მიანიშნებს ადგილობრივი წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე“, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსიმა, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ადგილობრივი ექსპორტის 16%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლი იანვარ-აპრილის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა 37%-ს აჭარბებს და დაახლოებით 1.2 მილიარდ დოლარს შედგენს.

„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება წარმოადგენს“,-აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. 

ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, შვეიცარიაში და თურქეთში. ხოლო პროდუქტებიდან გაიზარდა ფეროშენადნობის, ქიმიური მრეწველობის პროდუქციის, წიაღისეულის და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტი.