23.მარტი .2020 10:15

ეკონომიკური პროგნოზები პანდემიის შემდგომ პერიოდში

ეკონომიკური პროგნოზები პანდემიის შემდგომ პერიოდში
views 952
უკან

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საკმაოდ არაორდინალური ისტუაციაა. ეკონომისტს რომ ეკითხებიან პროგნოზზე, გვიყვარს ხოლმე პასუხისას რაღაც პარამეტრების მიხედვით პარალელების გავლება, ისტორიული რაკურსის მოყვანა, რამ გამოიწვია კრიზისი, ვეძებთ რა შეიძლება შემაფერხებელი იყოს შემდეგი ზრდის, ამ ეტაპზე, გარდა იმისა, რომ შეიძლება გარკვეული ეკონომიკური ფაქტორები იყოს, შიდა თუ გარე, არის ერთი უცნობი, რომლის ამოხსნა ჯერჯერობით ვერ კეთდება, ეს არის ვირუსი", - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ "საქმიანი დილისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ საუბრისას, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ქვეყანა პანდემიას შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდა.

"არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება, არ ვიცით რა ფორმით გაგრძელდება, არის ბევრი პოზიტიური პროგნოზი, არის პროგნოზები, რომ ეს უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, ვიდრე გვგონია, ასე რომ ამის ჩადება გათვლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ბევრი უცნობი გვაქვს ამასთან მიმართებით და გარკვეულ პროგნოზზე მეტი სიმხნევით ლაპარაკი გვიჭირს.

ერთი ცალსახაა, რაც უფრო მალე მორჩება, ან რაც უფრო მალე დაექვემდებარება მდგომარეობა კონტროლს, მით უფრო მალე აღდგება ის მდგომარეობა, რაც საქართველოში იყო. უნდა ითქვას, რომ ბოლო ათწლეულია საქართველოს სერიოზული ზრდა აქვს, სერიოზულად შეიცვალა ქვეყანა, თუნდაც ის მზაობა, რითიც ჩვენ შევხვდით ამ კრიზისს, სულ სხვა არის. რომ წარმოვიდგინოთ, რომ 10 წლის წინ მომხდარიყო, ჩვენ გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით - თუნდაც სამედიცინო სფერო, საკვების მოწოდება, ბანკების მდგომარეობა, საერთოდ სხვა მდგომარეობაში ვიყავით. დღეს სხვა რეალობა გვაქვს, ქვეყანა პოზიტიურად უმკლავდება სიტუაციას. დროს ვიგებთ ჩვენ, სანამ რაღაც გარკვეული გარღვევა მოხდება კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიო დონეზე ვგულისხმობ და არა მხოლოდ საქართველოში.

პარალელურად, ხდება ის, რომ მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის მობილიზება ძალიან ჩქარა მოხდა. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარია მობილიზება და ერთიანობა. ისტორიაში არ ყოფილა ეგეთი მომენტი, როგორც ახლა - ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ, იმიტომ რომ თუ მე ვიცავ გარკვეულ წესებს, თქვენც უნდა დაიცვათ, რომ ჩემს ამ ძალისხმევას რაღაც აზრი ჰქონდეს, თუ ყველა ამას არ გავაკეთებთ, ამას აზრი დაეკარგება. აქედან გამომდინარე, იმ ფაქტმა, რომ ერთობლივად მოხდა რეაგირება და ჩვენც ჩართული ვიყავით ამ რეაქციაში, იყო შეხვედრა, დაისვა სწორი კითხვები, რა უნდა გაკეთდეს, რას ვფიქრობთ, რა პროგნოზები იქნება, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგუმულია. თუ გარკვეული გართულება მოჰყვება, მე მგონი, ქვეყანა ამ ეტაპზე მზად არის, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს", - განაცხადა შარიქაძემ.

აქვე, შარიქაძემ რამდენიმე პროგნოზზე ისაუბრა იმის შესახებ, როდის დაიბრუნებს ეკონომიკა დაკარგულ პოზიციებს.

"პროგნოზი არის შემდეგი, ჩვენ რამდენიმე სცენარს ვაკეთებთ ხოლმე და ეს ძირითადად დამოკიდებულია, რა პერიოდის მერე გახდება ვირუსი კონტროლირებადი. თუ ოპტიმისტურ სცენარს ავიღებთ, რომ მაგალითად 2-3 თვეში, მაისის ბოლოს ტესტირებით ან იზოლაციით ხდება კონტროლირებადი, ვამბობთ, რომ წლის ბოლოსკენ გამოცოცხლება იქნება, იმიტომ რომ ტრენდი იყო ძალიან კარგი. საქართველოში GDP-ს 20% არის ტურიზმზე დამოკიდებული და ისტორიულად ჩვენ ვხდევათ, რომ როცა ავიღებთ სხვა ქვეყნების მაგალითს, როცა ხდებოდა რაღაც კატაკლიზმები, ტურიზმი არის ის სექტორი, რომელიც ძალიან მალე უბუნდება ჩვეულ რიტმს, აქედან გამომდინარე, თუ საფრთხე მოიხსნა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, ადამიანს მოგზაურობა ძალიან უყვარს, ადამიანს უყვარს გართობა, ჭამა, მეგობრებთან ყოფნა და ეს ყველაფერი მიჯაჭვულია ტურიზმზე, აქედან გამომდინარე, თუ ეს შიში ძალიან ჩქარა მოვხსენით, ძალიან ჩქარა შეიძლება ველოდოთ ამ მიმოსვლის აღდგენას.

მეორე ნაწილია ფულადი გადმორიცხვები და ამაში გვექნება საკმაო კლება, კლება გვექნება ექსპორტშიც, მოხმარება ვარდება, მეორე მხარესაც არის საკმაოდ დამაბალანსებელი ფაქტორები, როგორიც არის იმპორტი. იმპორტზე იქნება საკამოდ დიდი ვარდნა, მოხმარებაზეც იქნება ვარდნა. მეორეს მხრივ, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომ გარედან მოვიზიდოთ სახსრები, რაც უმნიშვნელოვანესია. დღესდღეობით, ძალიან ბევრმა საერთაშორისო ინსტიტუტმა გამოყო თანხები, მსოფლიო ბანკმა 50 მლდრ, მას დაემატა 5 მლრდ. რეალურად, აუცილებელია წვდომა გვქონდეს გარე რესურსებზე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცესი.

აქედან გამომდინარე მგონია, რომ თუ კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ ეს ვირუსი, შემოდგომამდე, თუნდაც ზაფხულის პერიოდში, შეიძლება პატარა მცირედი ზრდა გვქონდეს, ან 0-ის ფაქტორში გავიდეთ, თუ გადავიდა წლის მეორე ნაწილში, შეგვიმცირდება კიდეც ეკონომიკა", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა