მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

624823ecd8bb5
ალა ისპირიანი
02.04.22 16:12
762
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს.

მათ შორის, საუბარია საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტზე. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გააქტიურების მექანიზმებზე, ძირითადად განახლებადი ენერგიების მიმართულებით.  ასევე, ყურადღება დაეთმო კურორტების პრივატიზების დაჩქარებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს, რაც ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.

ეკონომიკური საბჭოს სამუშაო შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.