მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-8 ადგილზე დაწინაურდა

5f5b5b78dd139
BM.GE
11.09.20 16:05
1105
Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.

რეიტინგში, რომელიც გასული 2018 წლის საანგარიშო პერიოდს ეფუძნება პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს არსებობა და სხვა. 

ინდექსი ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს, ყველა ამ ძირითად მიმართულებაში საქართველოს ქულა გაუმჯობესდა:

მთავრობის ზომა - 7.86 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 7.58;
სამართლებრივი სისტემა და საკუთრების უფლებები - 6.47 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 6.34;
მყარი ვალუტა - 9.30 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.89;
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება - 9.02 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.74;
რეგულაციები - 8.27 ქულა, წინა ინდექსში მინიჭებული ქულა 8.15

"მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

Fraser Institute-ის 2020 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ 2018 წლის პერიოდს აფასებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რეიტინგში განხორციელდა მეთოდოლოგიური ცვლილებები, კერძოდ შეიცვალა რეიტინგის წყაროები და მოხდა გარკვეული ინდიკატორების ამოღება. შედეგად, გადაიხედა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს 2017 წლის შეფასებაც. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოს ქულა 7.94-დან 8.14-მდე გაიზარდა და მე-12 პოზიცია მე-9 ადგილით დაკორექტირდა.