მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ვითარება ევროზონაში ასეთი მძიმე, ბოლოს 2013 წელს იყო - Ifo-Institut-ის კვლევა

5dbff33645702
მიხეილ ხაჩიძე
04.11.19 23:14
1082
ევროზონის ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. Ifo-Institut-ის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით,  მეოთხე კვარტალში ეკონომიკური კლიმატი 2013 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. მონაცემების თანახმად, ევროკავშირის მასშტაბით, ეკონომიკური ინდიკატორი მინუს 6.7-დან მინუს 16.3 პუნქტამდე შემცირდა.



ევროპული გამოცემები ინსტიტუტის მეცნიერებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ გერმანიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და ფინეთში ეკონომიკური კლიმატის გაუარესება კვლავ გაგრძელდება. ამის საპირისპიროდ, საფრანგეთსა და ბელგიაში მცირე პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. ამასთან,  აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიაში, შედარებით ოპტიმისტური მდგომარეობაა.



დასკვნის თანახმად, ექსპორტის და იმპორტის მოლოდინი, ანუ საგარეო ვაჭრობა, მნიშვნელოვნად შემცირდა. მიზეზად კი სავაჭრო ბარიერების პრობლემა სახელდება. ასევე შემცირებულია ინვესტიციების მოლოდინი.



ინსტიტუტის მონაცემები ყოველთვიურ გამოკითხვას ემყარება. მიმდინარე თვის კვლევაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნის 426-მა ექსპერტმა მიიღო.