15.ივლისი .2021 15:18

ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა დღეს პანდემიის მართვაზე გადის - ირაკლი კოვზანაძე

ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა დღეს პანდემიის მართვაზე გადის - ირაკლი კოვზანაძე
views 380
უკან

„ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა დღეს პანდემიის მართვაზე გადის. ამაში კი ჩვენი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძემ დასკვნით სიტყვაში ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად თანამოქალაქეებს მიმართა ფიზიკური და ეკონომიკური გადარჩენის აუცილებელი პირობა დაასახელა:

„აიცერით, ეს ჩვენი ფიზიკური და ეკონომიკური გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ატარეთ პირბადეები მიუხედავად იმისა აიცრებით თუ არ არა, დაიცავით სოციალური დისტანცია და ერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ახლობლებს, ამით სიცოცხლესაც გადაარჩენთ და საქართველოს ეკონომიკასაც დაეხმარებით“-აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, წელს ჯანდაცვის უწყებისთვის 6 მლრდ. ლარზე მეტია გამოყოფილი. აქედან დიდი ნაწილი კოვიდინფექციასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად არის გამიზნული. მომავალ წელსაც მილიარდობით ლარი იქნება ამისთვის საჭირო თუ კოვიდ-19 კონტროლის ქვეშ არ მოექცა. „არადა ეს თანხები შეიძლება მოხმარდეს ბიზნესის მხარდაჭერას, მოსახლეობის სოციალურ საკითხებს, ინფრასტრუქტურას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ.“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად უყურებს ჩვენი ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლას და სწრაფ ზრდას.

„უფრო მეტიც, როგორც ეკონომისტები ამბობენ ,,სხვა თანაბარ პირობებში“ მშპ-ს ორნიშნა ნიშნულით ზრდა საკმაოდ რეალისტურად მიმაჩნია. ,,სხვა თანაბარ პირობებში“ კი მე ვგულისხმობს პანდემიის მეოთხე ტალღას რომელიც სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ჩვენი ეკონომიკის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის“-აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა