მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა - კოვზანაძე

60b4a082eac1a
BM.GE
31.05.21 12:33
546

საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა. 

აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე ეხმაურება. 

"ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია. იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6 %-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის ,,ზამბარის ეფექტი", ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა.

კიდევ გავიმეორებ, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა" გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება"-აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

მნიშვნელოვანია გარემოებაა, რომ ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის განპირობებული, რადგანაც 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის გამო ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.