მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ევროპაში საუბარი მიდის, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები - ღარიბაშვილი

6336c8314713d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.22 15:03
1473
„ევროპაში მიმდინარე დამანგრეველი ომის ფონზე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებულ მიღწევებს შენარჩუნება სჭირდება, რაც სიმშვიდით და სტაბილურობით მიიღწევა.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს იმ ფონზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე მიდი საშინელი დამანგრეველი ომი უკრაინაში, რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია - ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოებში 22-25%-ია ინფლაცია.

ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო, მე მქონდა საუბარი გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრ ევროპელ კოლეგასთან. მათი მოლოდინი პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს მათი პირდაპირი საზრუნავია, რადგან ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი და ევროპაც თავად ამბობს უარს რუსულ გაზზე, ამიტომ ევროპაში ძალიან რთული ვითარება გვაქვს. ამას ძალიან კარგი გააზრება სჭირდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ფონზე, საქართველომ მოახერხა და ქვეყანაში შენარჩუნებულია არამხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

"ჩვენ უზრუნველვყავით დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა - თითქმის 60 000 სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000-ზე სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ და დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. ამ ყველაფერს მოფრთხილება, გაფრთხილება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია, სიმშვიდე, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამას შენარჩუნება სჭირდება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.