13.სექტემბერი .2019 16:37

ეკონომისტები გერმანიაში რეცესიას პროგნოზირებენ

views 893
უკან

გერმანიის ორი ​​ეკონომიკური ინსტიტუტი ქვეყანაში რეცესიის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მაკროეკონომიკისა და ბაზრის კვლევის ინსტიტუტმა (IMK) ახალი მონაცემები გამოაქვეყნა კონიუნქტურის ინდიკატორზე, რომლის თანახმადაც, ამჟამად გერმანიაში რეცესიის საფრთხე 59,4%-ს შეადგენს, აგვისტოში ნავარაუდები მაჩვენებელი 43%-ზე იყო. ეს კი ყველაზე მაღალი ნიშნულია 2012-13 წლების შემდეგ.

IMK–ის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ გერმანიაში ”რეცესიის მწვავე საფრთხე” არსებობს. ეკონომისტებმა პროგნოზები ქვეყანაში წარმოების მოცულობის შემცირებაზე, საწარმოო სექტორში შეკვეთებისა და შრომით ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობის შესუსტებაზე დააფუძნეს.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, „ეკონომიკაში დეპრესიული განწყობაა“, რაც ასევე საგარეო ეკონომიკური რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის Brexit- სა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტთან. IMK– ის ექსპერტებმა ასევე განაცხადეს, რომ საგრძნობლად სუსტია ფონი საავტომობილო ინდუსტრიასა და სხვა მრავალ სამრეწველო სფეროში.

ამავე დროს, მიუნხენის ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტი წლის მესამე კვარტალში გერმანიის მშპ-ის 0,1 პროცენტით შემცირებას პროგნოზირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორი დღის წინ ქალაქ კილის ეკონომიკურ უნივერსიტეტის პროფესროებმა მშპ-ის 0,3 პროცენტიანი ვარდნა ივარაუდეს.