მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: პოლიტიკური ფონის გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობამ მოიმატა

5dda6bee01a12
ანი ციხისთავი
24.11.19 16:40
1241
“თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებამდე “თიბისი ჯგუფი” მონეტარული პოლიტიკის 0.5%-ით გამკაცრებას ელოდა.
ნადარაია ამბობს, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ფონის გამო სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. მისი თქმით, ახლა ეს მაჩვენებელი შესაძლოა 1% ან უფრო მეტიც კი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა მოსალოდნელი, ნადარაიას განცხადებით, 2020 და 2021 წლებში რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად დაიკლებს.

შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა.