მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: სებ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები პირდაპირ ლარის კურსთან ჭიდილია

5d9748f631304
ლიკა გურაბანიძე
04.10.19 17:36
1142
საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები პირდაპირ ლარის კურსთან ჭიდილია, რომელიც ინფლაციასთან მიმართებაშია კავშირში, -  ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა განაცხადა.


„ინფლაციის პირველი მთავარი მიზეზია ლარის მასის ცვლილება, მეორე კი - ლარის კურსის რყევები, რომელიც ე.წ იმპორტული ინფლაციის სახით, შესაძლოა, ქვეყანას მიეღო. სებ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები პირდაპირ ლარის კურსთან ჭიდილია, რომელიც ინფლაციასთან მიმართებაშია კავშირში. ჩვენ ვხედავთ, რომ სეზონური ფასები ჯერ კიდევ ძალაშია და მიუხედავად ამ სეზონური ფასებისა, ჩვენ ინფლაციური პროცესის მკვეთრი ზრდა მაინც გვაქვს. ეს შემდგომ თვეებში გაცილებით საგანგაშო იქნება", - განაცხადა ეკონომისტმა.


ჟურნალისტის კითხვაზე - ვინ დააგვიანა პრობლემაზე რეაგირება,  რამაზ გერლიანი სრულ პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს.


„ეროვნულმა ბანკმა არა თუ დააგვიანა, არამედ ამ პროცესს პირდაპირ სტიმულაცია გაუწია. შესაბამისად, მას უკუშედეგი ჰქონდა, როგორც გაცვლით კურსთან, ასევე ინფლაციური თვალსაზრისით", - განაცხადა გერლიანმა.