22.ნოემბერი .2019 10:15

ეკონომისტი: თვეების განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ეს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია

views 4780
უკან

„ბევრი თვის განმავლობაში ვამტკიცებდი, რომ ეს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორია“, - ეს განცხადება bm.ge-ისთან ინტერვიუში ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმ ინიციატივის შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმად, სავალუტო სესხებზე ზღვარი, სავარაუდოდ, 200 000 ლარიდან ისევ 100 000 ლარამდე შემცირდება.

„მრავალი თვის განმავლობაში ვამტკიცებ იმას, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს 200 000 ლარამდე სესხების აკრძალვა, ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. სწორედ ასეთმა შეზღუდვამ გამოიწვია ის, რომ ლარში კრედიტების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. ამან ცხადია, მონეტარული პოლიტიკა უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ის იყო აქამდე, მაგრამ თავისი კვალი, რა თქმა უნდა, დატოვა. კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ სესხების მოცულობა ლარში გაიზარდა, უცხოური ვალუტის შემოდინება ამ კუთხით შემცირდა, ამან სავალუტო ბაზარზე საგრძნობი რყევები გამოიწვია - ლარმა დაიწყო გაუფასურება, რაც შემდგომ აისახა ინფლაციაში. სწორედ ამის შიში მქონდა მე და ამაზე ვსაუბრობდი ყველასთან, მაგრამ ოფიციალური პირები ამას არ იმჩნევდნენ და კარგია, თუკი გახდა შემჩნევადი და ერთგვარად აღიარებენ, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა აკაკი ცომაიამ.

Bm.ge-ის კითხვაზე - სავალუტო სესხებზე ზღვარის 200 000 ლარიდან ისევ 100 000 ლარამდე შემცირება შეუწყობს თუ არა ხელს ლარის გამყარებას, ეკონომისტი აცხადებს, 100 000 ლარიანი შეზღუდვაც მოსახსნელია და თუ ამასთან ერთად, სხვა რეგულაციებიც შერბილდება, მათ შორის სებ-ი ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სესხებზე მინიმალურ სარეზერვო ნორმას დაწევს და საგარეო შოკები არ იქნება, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის დასტაბილურება მოსალოდნელია.

„კარგი იქნება თუ ლარიზაციის პოლიტიკას საერთოდ დაივიწყებენ“, - დასძინა ცომაიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა