19.მარტი .2023 12:35

ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები

ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - არიან დაღუპულები
views 412
უკან

ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 16-ია. დაშავებულთა რაოდენობა კი 381-ს აღწევს.

ეკვადორის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში მკურნალობდნენ. მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა პერუშიც.