მას შემდეგ, რაც "კავკასუს ონლაინმა" არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის დავალება, საწყის მდგომარეობაში დაებრუნებინა კომპანიის წილები, რომელიც 2019 წელს გაიყიდა აზერბაიჯანულ "ნექსოლ ჰოლდინგზე", მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინს“ სპეციალური მმართველი ჰყავს. "ოუფენ ნეტის" დირექტორი მარიამ სულაბერიძე კომისიის მიერ უმაღლესი უფლებებით აღიჭურვა. მას შეეძლება კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები.
მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი, „ნექსოლ ჰოლდინგი“ მარეგულირებლის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა “ელექტრონული კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე ირინა ვერძეულისთვის. ის bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანით ბაზარზე რეალობა თავისთავად შეიცვალა:
„გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან როცა კანონი მიიღეს, ამით უკვე შეიცვალა ბაზარზე რეალობა. როდესაც კომუნიკაციების კომისია აღიჭურვა ასეთი უფლებებით, უკვე ცნობილი გახდა, რომ კომისიას ექნებოდა უფლებამოსილება, კომპანიაში შეეყვანა სპეციალური მმართველი. სწორედ მაშინ შეიქმნა პრობლემა ბაზრისთვის, დარგისთვის, ბაზრის განვითარებისთვის და ახალი ინვესტორების მოძიებისთვის. კომისიამ ეს უფლებამოსილება გამოიყენა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება არ მომწონს გამომდინარე იქიდან, რომ არ მომწონს თავად კანონი ელ. კომუნიკაციების შესახებ. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა გადაწყვეტილება, ეს არსებული კანონის ფარგლებში ჯდება“, - განაცხადა მან.
ვერძეული კომისიის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მეტ დასაბუთებას მოელოდა, თუნდაც იმისა, რა არსებით ზიანს აყენებდა ბაზარს ეს მოცემულობა, რომ არ ბრუნდებოდა წილები უკან და ა.შ.
„გადაწყვეტილებაში წერია, რომ რეგიონული კონკურენტუნარიანობისთვის და ტექნოლოგიური ჰაბისთვის არის ეს საფრთხის შემცველი. ყველაზე მნიშვნელოვანი არსი ესაა გადაწყვეტილებაში, თუმცა იგივე რეგიონული კონკურენტუნარიანობისთვისაც ზიანის შემცველია მოქმედი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა. რომელი უფრო მეტად ზიანის მომტანია, ამის შეფასება ძალიან რთულია“, - ამბობს ექსპერტი.
ვერძეულს კომპანიაში სპეციალური მმართველის შესვლით მოლოდინი აქვს, რომ ის პირველ ეტაპზე სავარაუდოდ შეასრულებს მედიატორის როლს „კავკასუს ონლაინსა“ და „კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას“ შორის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა