მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ელჩებს შემოჰყავთ ინვესტორები, რომლებსაც აქ სხვა ხალხი ხვდებათ და მიდიან განაწყენებულები”

5f9eb352e7f1e
სალომე მეცხვარიშვილი
01.11.20 19:30
1267
“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” ხელმძღვანელი აიეტ კუკავა საქართველოში უცხოელი ინვესტორების შემოყვანის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ბიზნესმენის შეფასებით, ინვესტორებთან ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო და ამისთვის ყველა სახელისუფლებო შტო შეთანხმებულად უნდა მოქმედებდეს.

“არიან ინვესტორები, რომლებიც აქ მოდიან და მერე უკან განაწყენებულები მიდიან, ელჩი მუშაობს, შემოჰყავს ხალხი და აქ  სხვა ხალხი ხვდება. აქაც უნდა გაგრძელდეს პროცესი”, – აცხადებს აიეტ კუკავა.

მისივე თქმით, უცხოურ ინვესტიციებთან ერთად მნიშვნელოვანია, საქართველოში განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და უზრუნველყოფილი იყოს სასურსათო უსაფრთხოება:

"დღეს ცოტა რთული სიტუაციაა, მხოლოდ საბანკო სფერო ვერ დააფინანსებს ყველაფერს, რაც ბოლო პერიოდმაც დაგვანახა. უნდა იყოს კაპიტალური ბაზარი, რომელიც, პირველ რიგში, დააბალანსებს არსებულ სიტუაციას და ყველა გამოიყენებს, მთავარობასაც შეუძლია ბონდები გამოუშვას და უცხოელმა ინვესტორებმა იყიდონ, ბირჟა გაიზრდება და გაძლიერდება. ასევე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება - ხორბალი, რომელიც 800 ათასი ტონა გვჭირდება, დღეს 10%-საც ვერ ვაწარმოებთ”, – აცხადებს აიეტ კუკავა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანია არამხოლოდ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა, არამედ უცხოელი ინვესტორების შემოყვანაც, რომლებსაც ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ.