მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: 2016 წელს მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში ჩამოსვლა, შარშან კი უკვე 35-ს

5f21bfde37619
BM.GE
29.07.20 21:23
1150
„2016 წელს, როდესაც საელჩო გავხსენით, მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა, გასულ წელს კი უკვე 35 კომპანია გვყავდა", – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს გვიჩვენებს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და აქ ინვესტიცია, ძალიან გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი პროექტი, მათ შორის ყველაზე დიდია, RAUCH-ის შესვლა ნაბეღლავში, 40 მილიონი ევროთი,“ - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. არად ბენკოს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა.

ელჩის განცხადებით, დიდია ავსტრიულ კომპანიებს შორის საქართველოში ინვესტირების ინტერესი.

“მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად,“ - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში.