20.თებერვალი.2016 13:58
ეკონომიკა

ელჩი: ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზი, რკინიგზის განსხვავებული ტარიფებია

ელჩი: ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის შემცირების მიზეზი, რკინიგზის განსხვავებული ტარიფებია
"2016 წელი საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობებში ხარისხობრივად ახალი ეტაპი იქნება“, - განაცხადა ყაზახეთის ელჩმა საქართველოში, ერმუხამეტ ერტისბაევმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ „ყაზტრანსგაზის“ საკითხის მოგვარება დაიწყება. მისი თქმით, საკითხის გაჭიანურების მიზეზი ორივე ქვეყანა იყო.
 
"არ დავმალავ, რომ ძალიან მიხარია რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდა. ის ძალიან კარგი ეკონომისტი და მმართველია. ის ჩვენს პრობლემას კაპიტალურად იცნობს. მადლობა ასევე დიმიტრი ქუმსიშვილს. ვფიქრობ, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია. ძალიან მომეწონა, როგორ გაატარა მოლაპარაკებები და ის პრობლემა აღმოფხვრა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ წყდებოდა და ეს იყო ორივე მხარის ბრალი, მე ყაზახურ მხარესაც არ ვამართლებ. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვიცალეთ “ყაზტრანსგაზის’’ პრობლემების გადასაწყვეტად და საქართველოს ვალის დაბრუნების საკითხისთვის. თქვენთანაც არჩევნების პროცესები, მთავრობების შეცვლა, პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა და გარკვეულწილად ყაზახეთისთვის არც თქვენ გეცალათ. კარგია, რომ ამ ორი დღეში ეს პრობლემა დაიძრა.

2006 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა ყოველ წელს მცირდება. ამ საკითხის გაანალიზება დავიწყეთ. პირველი მიზეზი რკინიგზის განსხვავებული ტარიფებია.

მსხვილი ბიზნესი გადაერთო ჩრდილოეთ გზაზე და სამხრეთ კავკასიური სატრანსპორტო კორიდორი უბრალოდ ყურადღების გარეშე დარჩა. ჩემი დავალებაა ის, რომ ეს ურთიერთობები გავამყარო და საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობები ახალ დონეზე გამოვიყვანო.

ჩვენ არ გვაქვს გასასვლელი არც ზღვაზე, არც ოკეანეზე და ის, რომ საქართველო ჩვენთან შეთანხმებაზე წამოვიდა ეს არა მხოლოდ ეფექტური სტრატეგიული ხელშეკრულება, არამედ საქართველოს კეთილგანწყობის აქტია ჩვენი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა ელჩმა.

25.აპრილი.2019 23:04
35

რეგულაციები აჯანსაღებს სისტემას და გადახდისუნარიანი მომხმარებლებისთვის შესაძლებლობებს აჩენს

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:59
61

"ვითიბი ბანკის" საგაზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:35
128

კობა გვენეტაძე: რეგულაციები კი არ ზღუდავს, არამედ აჯანსაღებს სისტემას

ვრცლად
25.აპრილი.2019 20:30
121

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი: რეგულაციებს უკვე შევეგუეთ

ვრცლად
25.აპრილი.2019 19:37
49

სებ–ის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.70 ლარი გახდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 18:40
120

ADB - ანაკლია საქართველოს გლობალურ ლოგისტიკის და ბიზნესის ჰაბად ჩამოყალიბებაში დაეხმარება

ვრცლად