მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: ევაკურიებულ საქართველოს მოქალაქეებს, წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდგინდათ

5e36e6f930724
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.20 19:06
890
თურქეთის მიერ ჩინეთიდან ევაკუირებულ საქართველოს სამ მოქალაქეს წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსი არ დაუდგინდათ, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა უხანიდან თურქეთის მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე თურქეთის გარდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ. ხომალდი ანკარაში გუშინ საღამოს დაეშვა.

"ამ ეტაპზე კორონავირუსი არ არის დადასტურებული, მაგრამ საბოლოო პასუხი იქნება ხვალ, წინასწარი მონაცემებით არ არის დადასტურებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დააკვირდებიან, ეს ხომ ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც ნაკლებად შესწავლილია, ამიტომაცაა, საინკუბაციო პერიოდი საჭირო, რომ იქ იყვნენ და ამ პერიოდში კიდევ დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდებათ,"- განაცხადა ჯანჯღავამ.

ევაკუირებულ მოქალაქეებს კარანტინის ზონაში 14 დღის განმავლობაში მოათავსებენ, რადგან ვირუსის საინკუბაციო პერიოდი სწორედ 14 დღის განმავლობაში გრძელდება. 

2020 წლის ორი თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 14,300-ია, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი კი 305-ს აჭარბებს. ვირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა მისი მთავარი ეპიცენტრი კვლავ ცენტრალური ჩინეთი და ქალაქი უხანია.