მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: ისრაელს საქართველოდან კადრები დამხმარეებად სჭირდება

5fd250de476c8
თათია კაკიაშვილი
11.12.20 00:00
2691
„პოტენციურ დასაქმებულებს ამჟამად მომავალი საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტრენინგები უტარდებათ“, - ამის შესახებ BMG-ის საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა განუცხადა.

ისრაელის ელჩმა BMG-ისთან ინტერვიუში კონტრეტულად დაასახელა ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს გახდა მოთხოვნადი. ირკვევა, რომ ისრაელს ქართველი კადრები დამხარეებად, კერძოდ კი იმ ადამიანების ე.წ CAREGIVER-ებად ესაჭიროება, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივი მკურნალობა სჭირდებათ.

„სწორედ პანდემიის გამო, ეს ხალხი გვჭირდება და თან, რაც შეიძლება, სწრაფად. ორი ქვეყნის მთავრობამ უკვე მოახდინა ხელშეკრულების რატიფიცირება. ქართული მხარე ახლა დასაქმების კანდიდატების რეკრუტირებისთვის ემზადება და პოტენციურ დასაქმებულებს ამჟამად მომავალი საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ტრენინგები უტარდებათ“, - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა.

როდიდან და რა მიმარულებით დასაქმდებიან ქართველები ისრაელში ლეგალურად - ამ საკითხზე საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის შეთანხმება უკვე გაფორმდა. დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმება 3 წლის ვადით არის მიღებული და მისი ამოწურვის შემდგომ 1 წლიანი პერიოდულობით მის გაგრძელებას ითვალისწინებს.