21.აპრილი.2016 12:14
ეკონომიკა

ელჩი: რაც დრო გადის, პოლონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით

ელჩი: რაც დრო გადის, პოლონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით
პოლონელი ინვესტორების ინტერესი ქართული ბაზრის მიმართ, რამდენიმე სექტორზეა. როგორც პოლონეთის ელჩმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში განაცხადა, ესენია მშენებლობის სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ენერგეტიკა. ანჟეი ჩიეშკოვსკი ამბობს, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ ინტერესის ერთ-ერთი მიზეზია.

- საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებთ?

- მე საინვესტიციო გარემო შემიძლია შევაფასო იმ შედეგებიც რაც სახეზე გვაქვს. შემიძლია გითხრათ რომ რაც დრო გადის პოლონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოს ბაზრით. გასულ წელს საქართველოში ძალიან მსხვილი პოლონური საინვესტიციო კომპანია შემოვიდა, ეს არის საერთაშორისო ჰოლდინგი TINES Capital Group . მათ ზუგდიდის მახლობლად მიწა შეიძინეს და 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, თუმცა გეგმავენ რომ ეს თანხა კიდევ უფრო გაზარდონ დროთა განმავლობაში. მე ვხედავ რომ პოლონეთიდან საქართველოსადმი ინტერესი მზარდია, განსაკუთრებით გამოვყოფდი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე პოლონურ კომპანიებს. კიდევ ერთი ინვესტიცია რომელიც საქართველოშ განხორციელდება ეს არის Asseco poland - ერთ-ერთი უმსხვილესი IT კომპანიაა აღმოასვლეთ და ცენტრალურ ევროპაში და მათ გამოთქვეს სურვილი საქართველოში საქმიანობის დაწყების და უკვე ჩამოაყალიბეს კომპანია - Asseco Goergia.

აუცილებლად უნდა ვახსენო პოლონური კომპანიების ინტერესი საქართველოს ენერგო სექტორის მიმართაც. გეტყვით, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. დიდი ინტერესით სარგებლობს თქვენი სოფლის მეურნეობის სექტორიც.

- არაერთი ინვესტორი იკავებს თავს ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებისგან საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო. თქვენ რა შეგიძლიათ გვითხრათ პოლონურ კომპანიებზე და მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს ბაზარზე?

დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით. მე დავარწმუნე პოლონელი ინვესტორები ჩამოსულიყვნენ საქართველოში და განეხორციელებინათ ინვესტიციები და ეს გამიადვილდა იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ უკვე გაქვთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ამ ფაქტორმა რასაკვირველია ძირფესვიანად შეცვალა სურათი. ამ შეთანხმებამ დააფიქრა პოლონელი ინვესტორები. წარმოიდგინეთ, საქართველოში წარმოება და შემდეგ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროპის ქვეყნებში შესაძლებელია ყველანაირი ბარიერების გარეშე.

- რა სახის შესაძლებლობებს იძლება პოლონელი ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზარი?

ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენი ბაზარი უფრო მიმზიდველი და გახსნილი გახდა. ამის თქმა შემიძლია თქვენს საინვესტიციო გარემოზეც. შესაძლებლობა მართლაც ძალიან ბევრია. გასულ კვირას მე მქონდა შეხვედრა პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორებთან და მათ თქვეს რომ ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოში ჩამოდიან ისინი ახალ შესაძლებლობას ხედავენ, ხედავენ პროგრესს ბევრი მიმართულებით. ალბათ მიმდინარე წელს და 2017 წლის ბოლომდე, პოლონელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება საქმეში იქნება უკვე გამოხატული და თქვენ ამას დაინახავთ.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

24.აპრილი.2019 21:10
46

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:43
86

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 20:19
162

TBC ბანკის ეკონომისტი: თუ დაკრედიტების ზრდა 10%-ს ჩამოსცდა, სებ-ი რეგულაციებს ალბათ გადახედავს

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:35
105

სებ-ი საბანკო რეგულაციების ეფექტზე: „მონაცემების დინამიკა მოლოდინებთან სრულად შესაბამისია“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
73

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:40
457

"ყაზახეთიდან რკინიგზით ხორბლის შემოტანა 50 გადამზიდი კომპანიის გაჩერებას გამოიწვევს"

ვრცლად