მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: „როდესაც ინვესტორი ჩამოდის, მას სურს უსაფრთხო გარემო ინვესტიციების განსახორციელებლად“

5fce64da5846f
თამთა ჯიჯავაძე
07.12.20 23:10
947
„როდესაც ინვესტორი ჩამოდის ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, მას სურს უსაფრთხო გარემო ინვესტიციების განსახორციელებლად“, - ამის შესახებ BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც რაიმე ქონებრივი ან კომერციული დავა მოუწევს ინვესტორს, ამ დავებზე დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება.

„დამოუკიდებელი სასამართლო ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ, ეს ასოცირების შეთანხმების ნაწილიცაა. ასევე ეს არის მიმართულება, რომელშიც ჩვენ გვსურს საქართველოს დავეხმაროთ და წავახალისოთ არსებითი რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო“, - აღნიშნა ჰოლანდიელმა დიპლომატმა.

მან უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში არსებულ პოზიტიურ ასპექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრმა რეფორმამ ხელი შეუწყო უფრო მეტად ბიზნეს-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას ინვესტორებისთვის, - „ასევე მნიშვნელოვანია დაბალი გადასახადები, კონკურენტუნარიანი საოპერაციო ხარჯები, სტრატეგიული მდებარეობა და კარგი საერთაშორისო რეიტინგები. რაც საუბრის თემა ხდება, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, -აღნიშნა ნიდერლანდების ელჩმა.