მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა ავსტრიისთვის

5fa6c6d427c53
თამთა ჯიჯავაძე
08.11.20 10:20
937
საქართველო პრიორიტეტული ქვეყანაა ავსტრიის განვითარების სააგენტოსთვის 2011 წლიდან, – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ავსტრია საქართველოში სამი მთავარი მიმართულებით მუშაობს. ესენია: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა.

„ჩვენი სტრატეგიის ვადა ამ წლის ბოლოს იწურება, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ჩავერთვებით ამ ნაწილში, პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელსაც მალე წარვუდგენთ საქართველოს მთავრობას. ეს არის ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი, რომელიც დაიწყო  წლის დასაწყისში. რასაც თქვენ ნახავთ, ეს არ იქნება რევოლუციური, თუმცა, იქნება ევოლუციური“, – განაცხადა ავსტრიის ელჩმა.

მისივე თქმით, ავსტრია გააგრძელებს იმ მიმართულებებით მუშაობას საქართველოში, რა კუთხითაც ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, თომას მიულმანმა ავსტრიის ელჩის პოზიცია საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაიკავა.

ცნობისთვის, ავსტრიის ელჩთან ინტერვიუს ნაწილი დღეს, 8 ნოემბერს 22:00 საათზე, გადაცემა The Checkpoints-ში, BMG-ის სოციალურ არხებზე გავა.