06.თებერვალი .2017 14:08

ელჩი: საქართველოს და თურქეთს შორის ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის იდეა ორი ქვეყნის პრემიერების შეხვედრისას გაჟღერდა

views 2413
უკან

თურქეთს საქართველოსთან ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაში სურს, - ლირას სტიმულრებისა და გაძიერებისთვის ქვეყნის პრეზიდენტმა ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა რუსეთს, ირანს და ჩნეთს გასული წლის მეორე ნახევარში შესთავაზა. მსგავსი შეთავაზება, რომ თურქეთმა საქართველოსაც გაუკეთა ამაზე ადგილობრივი მედია გასული წლის ბოლოს წერდა, თუმცა მაშინ საქართველოს ოფიციალურ უწყებებში ამ იდეის განხილვა არ დაადასტურეს. თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გურმუქჩუს განცხადებით, კი საკითხი თურქეთის პრემიერის და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე გაჟღერდა, როდესაც საქართველოს პრემიერი სტამბოლში ევრაზიული გვირაბის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად იყო ჩასული.

"როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო თურქეთში ევრაზიული გვირაბის გახსნის ცერემონიაზე, დეკემბრის ბოლოს, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ორი პრემიერის დონეზე. შეხვედრაზე გაჟღედა იდეა ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობის. ესაა იდეა, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას რომ თავიდან ავიცილოთ უცხოური ვალუტების მერყეობები. ამ შემთხვევაში ბიზნესს ექნება შესაძლებლობა უფრო მეტად ჯანსაღი გათვლები გააკეთოს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენის გადახდა მოუწევს კონკრეტული საქონლის შესყიდვისას თუ ექსპორტისას.

ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, მას სჭირდება შესწავლა როგორც ცენტრალური ბანკებისგან, ასევე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მხრიდან. მაგრამ არის პრინციპული თანხმობა რომ ეს შესწავლა მოხდეს. თუკი ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა მოიტანს დადებით შედეგს ჩვენი ბიზნესისთვის და მათთვის ვინც ვაჭობს, მაშინ აუცილებლად განვახორციელებთ ამას. როდესაც პროდუქტს ვიყიდით საქართველოდან საფასურს გადავიხდით ლარში, - როდესაც თქვენ იყიდით რაიმეს თურქეთიდან - გადაიხდით თურქულ ლირაში. თურქეთის მთლიანი ვაჭრობის საკმაოდ მცირე წილი ხორციელდება ლირაში, - ის დაახლოებით 6 პროცენტია, გვსურს, რომ ეს ციფრი 10-15%-მდე გაიზარდოს და ამ კუთხით პირველ რიგში მეზობელი ქვეყნები განიხილება. ჩვენ ძალიან ბევრ უპირატესობას მივიღებთ თუკი ამ გზით წავალთ. მაგრამ ხაზს ვუსვავ - ეს მხოლოდ იდეაა, რომელიც ერთ შეხვედრაზე იქნა განხილული. ჩვენ გვჭირდება ექსპერტული შეხედულება ამ საკითხზე", - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში "ბიზნესკონტრაქტთან" ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა