07.აპრილი.2016 12:25
ეკონომიკა, კრიპტოვალუტები

ელჩი: საქართველოში შევძლებთ პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვას

ელჩი: საქართველოში შევძლებთ პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვას
საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია "ბიზნესკონტაქტთან" გერმანელი ბიზნესმენების ქართული ბაზრით დაინტერესებაზე საუბრობს.
 
"ეს ინფორმაცია ჩემი შეხვედრებიდან მაქვს, რომელსაც ხშირად ვმართავ გერმანიის ფედერალურ მიწებზე. მაქვს შეხვედრები სხვადასხვა სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და ვიცი, მათ აქვთ ინტერესი საქართველოს მიმართ", - აცხადებს ლადო ჭანტურია.

მიმდინარე წლის ივნისში ბერლინში ქართულ-გერმანული ბიზნეს კონფერენცია გაიმართება, რაც ელჩის თქმით, საშუალებას მისცემს ქართველ და გერმანელ მწარმოებლებს დაამყარონ კონტაქტები, რათა ერთობლივად შეძლონ პროექტების განხორციელება.

"სხვადახვა სფეროში შეიძლება აქტიურობა, განსაკუთრებით ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრიქურული პროექტების განხორციელება, ქიუმიური მრეწველობა, ლოჯისტიკა. გერმანია საინტერესოა საოჯახო ბიზნესის თვალსაზრისითაც. ერთი თემაა დიდი კონცერნები, მაგრამ მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც საქართველოსთვის შესაძლოა საინტერესო იყოს", - აცხადებს საქართველოს ელჩი გერმანიაში.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრობისას გიორგი კვირიკაშვილის მოწოდებას, საელჩოებს ჰქონდეთ კომპეტენცია ადგილობრივ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნონ, ლადო ჭანტურიას შეფასებით, აღნიშნული ძალიან სწორი და დროული დავალება იყო.

"ჩვენმა საელჩომ ამ მიმართულებით საინტერესო სამუშაო გასწია. ჩვენ ბერლინში ორი დიპლომატი გვყავს, რომლებიც ეკონომიკურ პროექტებს კურირებენ. გვაქვს შეხვდერები ხშირად ფედერალური მიწების სავაჭრო-სამრეწველო და ხელოსანთა პალატებთან და ცალკეულ ბიზნესმენებთან. კონკრეტული პროექტებიც განვახორციელეთ. მაგალითად, ქართველი მენეჯერების გერმანული ბაზრისთვის მომზადების პროგრამა. 18 ქართველი მენეჯერი 6 კვირის განმავლობაში მოღვაწეობდა გერმანიაში და იმედი გვაქვს, მალე ეს პროექტი კონკრეტული ბიზნესაქტივობის სახეს მიიღებს", - აცხადებს ელჩი.

საქართველოს საელჩოს გეგმები აქვს ასევე პროფესიული განათლების სფეროში პროექტების განხორციელების მიმართულებითაც. ლადო ჭანტურიას განცხადებით, ისინი თანამშრომლობენ გერმანიის ხელოსანთა პალატებთან, სადაც არსებობს პროფესიული სასწავლებლები.

"ვფიქრობთ, საქართველოში შევძლებთ პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვას. ამ მიზნით დაგეგმილია მაისში ერთ-ერთი ფედერალური მიწის ხელოსანთა პალატის ხელმძღვანელის ვიზიტი და თანამშრომლობა ქართულ პროფესიულ კოლეჯებთან", - ამბობს ლადო ჭანტურია.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
102

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად