მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ საქართველოსთან სავაჭრო შეთანხმება არის საკითხი, რომელიც განხილვას იმსახურებს

5ec53105cdef2
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.20 17:21
1476
დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამ საკითხის შესახებ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ეს არის საკითხი, რომლის შესახებაც ვაშინტონში ფიქრობენ, რომ ის იმსახურებს განხილვას.

“ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა შესაძლებლობები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ინტერესი არსებობს. ასევე, როგორც იცით, უკვე აქტიურ ფაზაშია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ სხვა მოლაპარაკებებიც. აშშ-ის მთავრობა უფრო ფოკუსირებულია სხვა უკვე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებაზე. მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონში არის მოსაზრება, რომ ეს მართლაც არის საკითხი, რომელიც იმსახურებს განხილვას,” - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

ამავდროულად, კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა საქართველოში ისეთი რეფორმების განვითარებას და განმტკიცებას, როგორც სასამართლო სისტემის და საარჩევნო სისტემის რეფორმებია. მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.

“ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიერ ხელმოწერილი კონტრაქტები აღსრულდება, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებები კი, სამართლიანი და დროული იქნება. შესაბამისად, თუ არ გადაიდგა ამ მხრვ ნაბიჯები ინვესტორები საკუთარ ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ," - განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს მთავრობის განცხადებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ:

"ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აბსოლუტური პრიორიტეტია და ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან",- ეს განცხადება 2019 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. 2019 წლის ნოემბერში კი, Financial Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მამუკა ბახტაძის მომდევნო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, საუბრობდა გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე. 

შეგახსენებთ: საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე თბილისში ვიზიტისას 2018 წელს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მაშინდელმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმაც ისაუბრა:

"ეკონომიკის მხრივ, არსებობს შესაძლებლობები საქართველოში აშშ-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების გასაზრდელად. თითქმის ყველა, ვისაც ვესაუბრე ლაპარაკობდა საქართველოს სურვილზე ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-სთან და ვფიქრობ, ეს განხილვის ღირსია," - თქვა მან.

ამასთან, 2018 წლის ივნისში, კონგრესს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით 28 კონგრესმენმა მიმართა.