მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ბაზრობებზე მოვაჭრეებს პასუხობს - "მთავრობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო"

5fe46fa9737f0
ინგა მურუსიძე
24.12.20 14:38
935
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს არასასურსათო სავაჭო ცენტრები გაიხსნა. თუმცა, მათ შორის არ არის ბაზრობები, რომელთა მოვაჭრეებიც მთავრობის გადაწყვეტლებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან დაპირება იყო, რომ 24 დეკემბერს ისინიც გაიხსნებოდნენ, შედეგად, საახალწლო პროდუქცია უკვე მომარაგებული აქვთ, რომლის რეალიზაციასაც ვერ ახდენენ.

Bm.ge-მ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას ჰკითხა, მთავრობა წინდაუხედავად მოიქცა თუ არა, როცა 24 დეკემბერს ვაჭრობის სექტორის გახსნა დააანონსა, ხოლო ახლა თქვა, რომ ბაზრობები ვერ გაიხსნებიან.

თურნავა თვლის, რომ სავაჭრო სექტორთან მიმართებაში მთვრობამ სწორი და დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში ჩვენი ამოცანა იყო და არის პანდემიის შეკავება, ადამიანების სიცოცხლის დაცვა. პერიოდულად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როცა ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ვაძლევთ ამოსუნთქვის საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ეპიდემილოგიურ რისკებს შეიცავს. დღეს მაღალი შეზღუდვებით გაიხსნა არასასურსათო ობიექტები, მოლები, ეს არის პირველ რიგში დიდი დამსაქმებელი სექტორი. ვაჭრობა დიდი შემომტანია ბიუჯეტში.

ვხედავთ, რომ ადამიანებს დაუგროვდათ გარკვეული საჭიროებები და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ მომენტში რაიმე მსხვილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადამიანები დისციპლინირებულად იქცევიან, ვფიქრობთ, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება არ მოგვიწევს, თუმცა თუ დავინახეთ, რომ წესები არ იქნება დაცული, ამისთვისაც მზად ვართ“, - განაცხადა თურნავამ.