17.მარტი .2021 13:32

„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

„საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
views 8610
უკან

"საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. არჩილ გაჩეჩილაძის მოადგილეებად ზურაბ ქოქოსაძე და ეთერ ირემაძე დაინიშნენ.

როგორც bm.ge-ს „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ეთერ ირემაძემ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა - SOLO ბიზნეს-მიმართულებით, ხოლო ზურაბ ქოქოსაძემ კი კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით 10 მარტს დაიკავა.

ეთერ ირემაძე საქართველოს ბანკს 2006 წელს შეუერთდა.



სამუშაო გამოცდილება:
06.03.2006-01.09.2006: სს საქართველოს ბანკი; კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; ანგარიშთა მმართველი.
01.09.2006-01.10.2006: სს საქართველოს ბანკი; კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; უფროსი კორპორაციული ბანკირი.
01.10.2006-16.10.2008: სს საქართველოს ბანკი; კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; უფროსი ურთიერთობების მენეჯერი.
16.10.2008-26.03.2009 : სს საქართველოს ბანკი; კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; სექტორის უფროსი.
26.03.2009-01.04.2016 : სს საქართველოს ბანკი; დირექტორი-კორპორაციული (VIP) საბანკო მომსახურების ჯგუფი.
01.04.2016-12.08.2016: სს საქართველოს ბანკი; SOLO საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
01.05.2019-10.03.2021: სს საქართველოს ბანკი; SOLO ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი.

ზურაბ ქოქოსაძემ კი კარიერა "საქართველოს ბანკში" 2003 წელს დაიწყო.



სამუშაო გამოცდილება
2003-2004: სს საქართველოს ბანკი; ანგარიშთა მმართველის სტაჟიორი.
2004-2005: სს საქართველოს ბანკი; კორპორატიული და საინვესტიციოს საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; ანგარიშთა მმართველი (კორპორატიული ბანკირი)
2006-2009: სს საქართველოს ბანკი; კორპორატიული და საინვესტიციოს საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; უფროსი კორპორატიული ბანკირი
2009-2011: სს საქართველოს ბანკი; კორპორატიული და საინვესტიციოს საბანკო საქმიანობის დეპარტამენტი; უფროსი ბანკირი / სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
2011-2016: სს საქართველოს ბანკი; სექტორის უფროსი.
01.06.2016-01.10.2017:სს საქართველოს ბანკი; კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (ბიზნეს სექტორების დაკრედიტება).
01.10.2017 - 01.06.2020: სს საქართველოს ბანკი; კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
01.06.2020- 10.03.2021: სს საქართველოს ბანკი; კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა