მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inn Group-ის ინვესტიცია ახალციხეში - როდის იგეგმება სასტუმროს „ახალციხე ინნ“-ის გახსნა?

632862b8a98f1
ვიქტორია მღებრიშვილი
26.09.22 09:00
2697
Inn Group ახალციხეში 2023 წლის მაისისთვის სასტუმრო ბიზნესის განვითარების ფარგლებში კიდევ ერთი სასტუმროს „ახალციხე ინნ“-ის ამოქმედებას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია ამბობს, რომ პროექტში Inn Group-ი 13-დან 15 მლნ ლარამდე ინვესტიციას ჩადებს და ჯამში 70-დან 100-მდე სამუშაო ადგილს შექმნის. 115-ნომრიანი სასტუმროს პროექტი საკონფერენციო სივრცეებს, რესტორანსა, სპა ცენტრს და ბავშვების გასართობ ოთახებს მოიცავს.



„ახალციხის რეგიონს სეზონური ტურიზმი ახასიათებს. ჩვენ ვეცდებით „ახალციხე ინნ“ ყველა სეზონზე ვამუშაოთ და სტუმრები საკონფერენციო შეთავაზებით მოვიზიდოთ. სასტუმრო ძირითადად უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი. ჩვენთან დასვენებას ოჯახებიც შეძლებენ. საოჯახო დასვენების კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს ბაკურიანის მაგალითზე, ამიტომ იმავე სეგმენტისთვის გვინდა შევქმნათ შედარებით დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო“, - ამბობს კოკაია და დასძენს, რომ დღეისთვის კომპანიის მიერ გამოსყიდული შენობის ნაწილის დემონტაჟი და კედლების გამაგრება მიმდინარეობს.