მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 251.4 დოლარამდე ამცირებს

61e82307e21d4
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.22 19:00
1685
რუსეთის ფედერაცია მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს 1 თებერვლიდან $251.4 შეამცირებს. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათი ცნობით, იანვარში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო ბაჟი იანვარში 280.8 დოლარი იყო, დეკემბერში - 276.7 დოლარი, ნოემბერში - 194.5 დოლარი, ოქტომბერში - 227.2 დოლარი, ხოლო სექტემბერში 169.9 დოლარი იყო.

ახალი გადასახადი ერთ ტონა ზეთზე საინდიკაციო ფასიდან გამომდინარეობს, რომელიც თებერვალში $1 359.2 იქნება (იანვარში - 1 401.2 დოლარი, დეკემბერში - 1 395.4 დოლარი, ნოემბერში - 1 277.9 დოლარი, ოქტომბერში - 1 324.7 დოლარი, სექტემბერში - 1 242.8 დოლარი იყო).

რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი 2021 წლის 1 სექტემბრიდან დააწესა და ის 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის: 2021 წლის 11 თვეში საქართველომ 44,8 მლნ დოლარის ღირებულების 30,326.61 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. საერთო მოცულობიდან რუსეთში შეძენილი 26 574,9 ტონა ზეთის ღირებულებამ 38.8 მლნ დოლარი შეადგინა.