მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა

6197a22208105
ინგა მურუსიძე
19.11.21 17:12
789
„დროას“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის უკვე ელოდება ექიმს, რომელიც შიმშილობის შეწყვეტის პროცესს გააკონტროლებს.

“გორში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ჩემთვის პრინციპულად მისაღები პოზიციაა და არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ ის იყოს გორში უსაფრთხოდ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ: ელენე ხოშტარია სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე შიმშილობდა.