16.იანვარი .2021 21:09

ელექტროენერგიის გაძვირებამ 1,6 მილიონი ლარის დამატებით გადასახადი გააჩინა - "ნატახტარი"

ელექტროენერგიის გაძვირებამ 1,6 მილიონი ლარის დამატებით გადასახადი გააჩინა - "ნატახტარი"
views 589
უკან

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ მალე ცნობილი გახდება, თუ რამდენი პროცენტით მოხდება მომხმარებლისთვის პროდუქციის გაძვირება. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა თუ რა რაოდენობით და რომელ პროდუქციაზე გაიზრდება ფასი.

მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო წლების განმავლობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო პერიოდულად და არა ისე მკვეთრად, როგორც ახლა მოხდა.

“90%-ით გაგვიძვირდა ელექტროენერგია. ჩვენი ზომის კომპანიის შემთხვევაში 1.6 მილიონი ლარის დამატებით გადასახადია, რაც ჩვენს მიერ გამოცემული პროდუქციის ფასებზე აისახება. ელექტროენერგია არის ასევე ის პროდუქტი, რომლითაც სხვადასხვა, მათ შორის CO2 მზადდება, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ ძალიან დიდი რაოდენობით, რაც ნიშნავს, რომ ეს პროდუქტებიც გაძვირდება. ყველაფერი ის, რაც ელექტროენერგიას მოიხმარს პროდუქციის დამზადების თვალსაზრისით ყველა პროდუქტი გაძვირდება. თუ რამდენად გაძვირდება პროდუქცია ამაზე დღეს ჩვენ პასუხი არ გვაქვს, დათვლის პროცესში ვართ.

ძალიან მტკივნეულად აღვიქვამთ პროდუქტების გაძირებას, რადგან ფასის ელასტიურობის გათვალისწინებით მოთხოვნასთან მიმართებით, ფასის ზრდა იწვევს მოთხოვნის შემცირებას”-აცხადებს კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა. სემეკის მიერ მიღებული დადგენილებით სხვადასხვა კატეგორიის ძაბვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 72%-ით გაიზარდა. ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, ფასების მატება უფრო მკვეთრი “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელშია, ვიდრე “თელასის” გამანაწილებელ ქსელში.


ვის შეეხება სუბსიდირება და ვინ დარჩა ჩამონათვალს გარეთ?

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა