მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის იმპორტი 10.5%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 151%-ით

5dfb737bb3df8
დავით ჯალაღონია
19.12.19 20:20
3524
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება.

ამ 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ, რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ნოემბრის მაჩვენებელს, ოქტომბრის მსგავსად, იმპორტირებული ელექტროენერგის ყველაზე დიდი წილი, თითქმის 60%, რუსეთზე მოდიოდა, დანარჩენი კი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი დაახლოებით 20 მლნ კვტ.სთ-ით შემცირდა და 200.179 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის იმპორტის შემცირების მიუხედავად, ნოემბერში თბოელექტროსადგურების დატვირთვა გაიზარდა, რომლებიც თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ბუნებრივ გაზზე მუშაობენ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათ 21.6%-ით მეტი ელექტროენერგია (402.189 მლნ კვტ.სთ) გამოიმუშავეს.