მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯები 5.4%-ით გაიზარდა - 11 თვის სტატისტიკა

5e00d2ba8338e
დავით ჯალაღონია
23.12.19 19:35
968
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძენად 67 მილიონ 330 ათას დოლარზე მეტი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ($63 879.2) 5.4%-ით მეტია.

ეს თანხა რუსეთის და აზერბაიჯანის ენერგოსტრუქტურებში გადაირიცხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ, 2019 წელი რეკორდულია.



რაც შეეხება ექსპორტს, ეს მაჩვენებლები გაუარესდა. გასული წლის 11 თვესთან შედარებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსავლები 60%-ით შემცირდა და 7 მილიონ 836 ათასი დოლარი შეადგინა.



ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, საქართველოში იანვარ-ნოემბერში, საერთო ჯამში, 1 მლრდ 416 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (1 მლრდ 281.1 მლნ კვტ.სთ) 10.5%-ით აღემატება.

ამ 11 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი მოცულობის ელექტროენერგია - 512 მლნ კვტ.სთ, რუსეთიდან შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტს 151%-ით აღემატება. აზერბაიჯანიდან კი, 203.8 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვა დაფიქსირდა.