მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის იმპორტის ხარჯი გაიზარდა - უახლესი მონაცემები

5e7338e37368f
დავით ჯალაღონია
19.03.20 20:00
990
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 141.5%-ით გაიზარდა და 15 მლნ 562.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების იანვარ-თებერვლის ჯამური მაჩვენებელი 26 მლნ 430.9 ათასი აშშ დოლარია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 71%-ით მეტია.

ცნობისთვის: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, თებერვალში ელექტროენერგიის მოხმარება 9.9%-ით გაიზარდა და მილიარდ 149 მილიონ 234 ათასი კილოვატი საათი შეადგინა.

გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მოცულობის იმპორტირებული რესურსი გახდა საჭირო. კერძოდ, თებერვალში ელექტროენერგიის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და 312 მლნ 037 ათასი კვტ.სთ შეადგინა. ამ პერიოდში რუსეთიდან 132 მლნ 617 ათასი კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, აზერბაიჯანიდან კი - 179 მლნ 420 ათასი.