მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მოხმარება 12%-ით გაიზარდა

628cdb28eb951
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.22 10:10
681
ესკომ 2022 წლის იანვარ-აპრილის ენერგობალანსის დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკამ 5 გიგავატი საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია.

სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გაზრდილია ადგილობრივი ენერგო გენერაცია, რამაც წელს 4.1 გიგავატ საათი შეადგინა, საიდანაც 2.6 გიგავატი ჰიდრო, 1.5 გიგავატი კი თბოელექტროსადგურების გამომუშავება იყო. მთლიანობაში ადგილობრივი გამომუშავება წელს 38%-ით გაიზარდა, საიდანაც თბოსადგურების გამომუშავების ზრდა 62%, ჰიდროელექტროსადგურების კი 27% იყო.

სტატისტიკის მიხედვით იზრდება იმ კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს თელასის და ენერგო-პროს გვერდის ავლით, “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსით იღებენ. ასეთი დღეს 30-მდე კომპანიაა, რომელთა ჯამური მოხმარებაც 1.3 გიგავატ საათია, ეს წინა წელთან შედარებით 41%-ით მეტია.

თელასის აბონენტების მოხმარება 960 მილიონი კილოვატ საათი; ენერგო პროს აბონენტთა მოხმარება კი 1.2 გიგავატ საათი.

რაც შეეხება მოხმარებას, თელასის/თელმიკოს მომხმარებლებმა (თბილისმა) 2022 წლის 4 თვეში 960 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, სხვა რეგიონებმა (ენერგო პრო ჯორჯიას) აბონენტებმა 1.2 გიგავატ საათი მოიხმარეს. აფხაზეთის რეგიონის მოხმარება 1.2 გიგავატ საათი იყო.