მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის მოხმარება დედაქალაქში არ შეცვლილა

5e739f3daf8a2
მარიამ ადამია
19.03.20 21:40
1309
"თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერი ფანცულაიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მოხმარება დედაქალაქში არ გაზრდილა და ის დაახლოებით 400 მეგავატ-საათს სცდება, რაც  1 700 000-1 800 000 კვ.სთ-ია.

„შეფერხება არ ფიქსირდება „თელასის“ არც მენეჯმენტის და არც სხვა დანარჩენი მიმართულებით და ჩვეული რიტმით, რეჟიმით ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციურად, როგორც საავარიო სამსახურების, ასევე ტექნიკური სამსახურების თანამშრომლები, იმისათვის რომ 24 საათის განმავლობაში უწყვეტი ელექტრომომარაგება იყოს უზრუნველყოფილი დედაქალაქში,“ - განაცხადა ვალერი ფანცულაიამ.

მისი თქმით, "თელასში“, დისტანციური მუშობის სტილი აქამდეც აპრობირებული და დანერგილი იყო ვებგვერდის mytelasi.ge-ის მეშვეობით, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს და ჰქონდეს თავისი პირადი კაბინეტი მართოს ყველა ის მომსახურება, რასაც "თელასი" სთავაზობს მათ და მოაგვარონ შესაბამისად პრობლემებიც.

„24 საათის განმავლობაში მუშაობს ქოლ ცენტრიც, ტელ: 77 99 99 , რომელიც დისტანციურად ყველა პრობლემას უგვარებს მომხმარებლებს. ანუ ოპერატორები იწერენ განაცხადს და შესაბამის სამსახურებს გადასცემენ მათ. ასევე ნებისმიერი განაცხადის მიღება შესაძლებელია დისტანციურად, როგორც ელ-ფოსტით, ასევე ვებ-გვერდზე შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვით, შესაბამისად, არანაირი შეფერხება არ იკვეთება,“ - აღნიშა ფანცულაიამ.

ინფორმაციისთვის, „თელასში“ შეჩერდა გეგმური სამუშაოები იმის გამო, რომ წყვეტა არ იყოს ელექტროენერგიის მიმართულებით დედაქალაქში და მხოლოდ ავარიულ სამუშოებზე რეაგირება დარჩება, ასევე დღის განმავლობაში ჩატარდება მხოლოდ გადაუდებელი სამუშაოები იმისათვის, რომ ქსელში დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას, ხოლო რაც შეეხება ქსელის რეაბილიტაციას და ახალ სამუშაოებს ერთი კვირაა, რაც შეჩერებულია.