მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ხშირი გამოყენება, ესპანეთის მოსახლეობის 11%-თვის ფუფუნების საგანია

6170515f9bda4
მარიამ ადამია
21.10.21 00:25
902
ესპანეთის არასამთავრობო ორგანიზაციის გარემოსდაცვითი მეცნიერებების ასოციაციის კვლევის თანახმად, ბარსელონას ჩრდილოეთით არსებულ სოფლებში ენერგეტიკული სიღარიბე თვიდან-თვემდე უარესდება და ოჯახების 11%-თვის, ანუ 5 მილიონ 100 ათასი ადამიანისთვის, შუქის ანთება სახლში ფუფუნების საგანია.

მდგომარეობა პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა და ელექტროენერგიაზე უდიდესი გადასახადების გამო, მოსახლეობა ხშირად იძულებულია შეეგუოს ზამთრის სიცივეს და ზაფხულში სიცხეს. გარდა ამისა, მათ 5%-ს ელექტროენერგია მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ შეწყვეტილი სახლში გადასახადის გადაუხდელობის გამო. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ენერგეტიკული სიღარიბე არის ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი სახსრები, რომ შეინარჩუნოს ადეკვატური ტემპერატურა სახლში ან მოიხმაროს ენერგეტიკული მომსახურება გონივრულ ფასად. არიან ასევე ოჯახები, სადაც ეკონომიის მიზნით თიშავენ გამათბობელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა ესპანეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ პრობლემას ებრძვიან და ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებშიც მძიმდება. მაგალითად, მდიდარ ლუქსემბურგში მოსახლეობის 3% ზოგავს კომუნალურ გადასახადებს, ბულგარეთში - 30%. ასევე ყოველწლიურად 100,000-მდე ევროპელი იღუპება სახლში სიცივისგან.

2019 წელს, დაახლოებით 80 მილიონმა ადამიანმა ვერ შეძლო კომუნალური მომსახურების დროულად გადახდა პანდემიის გამო. ოქტომბერში ევროკავშირში დაიწყო ბრძოლა დეფიციტურ ენერგიასთან მიმართებით და მუშაობენ პრობლემის დაძლევის ერთიანი მიდგომების შემუშავებაზე, რადგან ენერგიის გლობალური ფასების ზრდა ევროკავშირის უმთავრეს გამოწვევად რჩება და მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მომხმარებლების დაცვა.

პარალელურად მიმდინარეობს საჯარო კამპანია ელექტროენერგიაზე წვდომის ადამიანის უფლებებად აღიარების მიზნით. აქტივისტები ითხოვენ ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების გადაუხდელობის გამო, კომუნალურების გათიშვის აკრძალვას, რაც საფრთხის წინაშე აყენებს დღეს დაახლოებით შვიდი მილიონ ოჯახს მთელს ევროპაში.