მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა, გაუწმენდავი გზები – რას იწუნებენ მესტიის დამსვენებლები?

5e207b65b99ee
ანუკა ჯოხაძე
16.01.20 18:59
1271
გუდაურისა და ბაკურიანისგან განსხვავებით, უთოვლობას მესტიის დამსვენებლები არ შეუწუხებია, პრობლემებს შორის არც უწყლოობა სახელდება, თუმცა ტურისტები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და გზებზე საუბრობენ, რომელიც მესტიაში სათანადოდ არ იწმინდება.

როგორც ერთ-ერთი დამსვენებელი BM.GE-სთან ამბობს, ელექტროენერგიის მიწოდება ადგილზე შეფერხებით ხდება. უფრო მეტიც, გუშინ საღამოს ელექტროენერგიის გათშვის გამო, სასტუმროებში გათბობაც გაითიშა. პრობლემა ჰაწვალის საბაგიროსაც შეექმნა, საიდანაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ხალხის ევაკუირებაც გახდა საჭირო.



"მე ბავშვების ჯგუფი მყავდა წამოყვანილი, ბანაკი გვაქვს. საბედნიეროდ, გუშინ ბავშვები უკვე გამოვუშვი თბილისში, ვინაიდან სავალალო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით სასტუმროში, რომელშიც არ არის შუქი და რომელიც ბოლო დროა, საკმაოდ ხშირად წყდება. ზედმეტი ძაბვისგან გაფუჭდა გენერატორი, არ იყო გათბობა სასტუმროში და მე და ჩემს მეგობარს მოგვიწია სხვა სასტუმროში გადასვლა, ბავშვებთან ერთად კი ამის გაკეთება პრობლემაა, დამეთანხმებით.

რაც შეეხება გზებს, რომ გითხრად, არაჩვეულებრივად გაწმენდილია–თქო, მოგატყუებთ. მესტიის ცენტრში ორი ხიდია, რომელსაც ისეთი სამარცხვინო ჯებირები აქვს, რომ ტურისტები სოციალურ ქსელში არასახარბიელო ინფორმაციას ავრცელებენ. თვითონ გავიგე, როგორ აუგად მოიხსენიებენ კურორტს. მართლაც შეიძლება თავისუფლად გადავარდეს მანქანა, ისეთი ჯებირებია.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროსთანაც გვქონდა პრობლემა, საბაგირო გაჩერდა. რაც შეეხება სამაშველო ჯგუფს, ძალიან კარგად მოქმედებდნენ და ძალიან სწრაფად მოახერხეს დამსვენებლების ევაკუირება, ვიდრე შუქი ჩაირთო და საბაგირო ამუშავდა, მაგრამ ასეთი პრობლემა არ უნდა იქმნებოდეს", - აცხადებს მესტიის დამსვენებელი.