მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯებზე ორი ქვითრის მიღების საკითხზე სემეკი განცხადებას ავრცელებს

61d44c171b64e
დავით ჯალაღონია
04.01.22 17:58
2376
თბილისში ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით აბონენტებმა ერთის ნაცვლად, ორი ქვითარი მიიღეს. მოქალაქეების ნაწილმა კი ამ საკითზე სემეკ–ს (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია) მიმართა.

როგორც სემეკ–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება თოთეულ განაცხადს შეისწავლის და დარღვევბის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირებას მოახდენს.

"ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა" და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის" დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) 2 ქვითრის მიღება.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობისშემთხვევაში მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა მარეგულირებელი კომისიის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა. განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით:mail@gnerc.org", – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში.