მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების დამტენებზე მოთხოვნა იზრდება - "რეგიონების კუთხით I ადგილზე ბათუმია"

5e2b1ae226e87
თამთა ჯიჯავაძე
24.01.20 21:24
1717
ელექტრომობილების დამტენებზე მოთხოვნა იზრდება. 2018 წელთან შედარებით 2019 წელს ელექტროდამტენებით სარგებლობა საშუალოდ 55%-ით გაიზარდა. ამის შესახებ bm.ge-ის E-space-ში განუცხადეს.

საქართველოს მასშტაბით აღინიშნულ კომპანიას ელექტრომობილების 110-ზე მეტი დამტენი აქვს დამონტაჟებული. მათგან, ავტომაგისტრალზე არის შვიდი, რომლებიც ფასიანია, ხოლო დანარჩენი თბილისის და სხვა ქალაქების მასშტაბითაა განთავსებული, რომლებიც უფასოა. როგორც E-space-ში აცხადებენ, ისინი მინიმუმ ნახევარი წელი ქალაქის დამტენების გაფასიანებას არ აპირებენ.

რაც შეეხება იმ დასამუხტ სადგურებს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ელექტრომობილების მძღოლები, E-space-ის ცნობით, ეს თბილისში არსებული დამტენებია.

„ქალაქის დამტენებს თბილისში მოიხმარენ ყველაზე აქტიურად, ხოლო სწრაფი დამტენებიდან გორში არსებულ დამტენებია პოპულარული, თუმცა რეგიონებში განთავსებულ დამტენებზეც იზრდება მოთხოვნა. რეგიონების კუთხით პირველ ადგილზეა ბათუმი, შემდეგ კი - ქუთაისი“, - განაცხადეს E-space-ში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ დამტენების ქსელის განვითარებას, რათა საქართველოს მასშტაბით სარგებლობის შესაძლებლობა მაქსიმალურად ყველას ჰქონდეს.