ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანიის - Polestar-ის აქციები ამერიკული Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.
დალისტვის შედეგად, კომპანიას აქციების ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ტიკერი - PSNY მიენიჭა და მათი შეძენა ყველა მსურველისთვის უკვე შესაძლებელია.
Polestar შვედეთში 1996 წელს დაფუძნდა და მის 48%-იან წილს Volvo ფლობს, უშუალოდ Volvo-ს კი 2010 წლის შემდეგ უმსხვილესი ჩინური კონგლომერატი Geely Holding აკონტროლებს.
კომპანიის ძირითადი ამოცანა ელექტრომობილების ბაზარზე მოწინავე პოზიციის დაკავება და პრემიუმ სეგმენტში Tesla-სა და Mercedes-Benz-ისთვის სათანადო კონკურენციის გაწევაა.
Polestar ამჟამად აწარმოებს როგორც მაღალტექნოლოგიურ სედანებსა და SUV-ებს, ასევე GT კლასის კუპეებსა და სპორტულ ელექტრომობილებს.
აღმასრულებელი დირექტორის ტომას ინგენლათის განცხადებით, საჯარო განთავსებით მოზიდულ 890 მილიონ დოლარს კომპანია საწარმოო შესაძლებლობების გასაზრდელად და მოგებაზე გასასვლელად გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ელექტრომობილების სექტორში ინვესტორებს ისეთ კომპანიებს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება, როგორებიცაა: Tesla, Lucid, Rivian, Fisker და Nikola. გარდა ამისა, ამ ბაზარზე ადგილის დაკავებას ცდილობენ ტრადიციული ავტომწარმოებლებიც, მათ შორის: Mercedes, BMW, VW, Ford და GM.
Polestar-ის მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, 2025 წლისთვის კომპანია ყოველწლიურად 290,000 ელექტრომობილის წარმოებას შეძლებს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და, მათ შორის, POLESTAR. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი